შესყიდვების სპეციალისტი — რენეკო

რენეკო — ლოგო
რენეკო

შესყიდვების სპეციალისტი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ. შაბათი 09:00-14:00

ანაზღაურება: 2500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • თბილისის მასშტაბით არსებულ ბაზრებში ვიზიტი, არსებული მდგომარეობის შეფასება და ანალიზი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი შესყიდვის პროცესის აღსრულება კომპანიის შიდა შესყიდვების პროცედურის შესაბამისად;
  • მიწოდების პროცესის ორგანიზება, პროდუქციის დროული და ხარჯთეფექტური მიწოდების ციკლის უზრუნველყოფა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • შესყიდული პროდუქციის ვადიანობისა და ხარისხის გადამოწმება დასაწყობებამდე;
  • კომპანიის სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქციის მომწოდებელთან დაბრუნების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • საკუთარი ავტომობილი (საწვავს უზრუნველყოფს კომპანია);
  • კომერციული შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი;
  • სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ