შესყიდვების სპეციალისტი
ვაცხადებთ ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე (სამეურნეო, ტექნიკური, სერვისების მიმართულებით) კომპანია "ნუტრიმაქსისთვის".
"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა
სამუშაო განაკვეთი - სრული, 09:30 - 17:30 (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება - 2000 - 2500 ლ. (Net)
დამატებითი ბენეფიტი - ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება
ძირითადი მოვალეობები:
- შესყიდვების პროცესის სრული ორგანიზება და მართვა კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად;
- ტექნიკური (დანადგარები), სამეურნეო, სერვისებისა და მარკეტინგული შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
- მომწოდებლებისა და ლოგისტიკური პარტნიორების მოძიება, შეფასება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
- მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმება და თანამშრომლობის განვითარება;
- საუკეთესო კომერციული და ლოგისტიკური პირობების უზრუნველყოფა (ფასი, ხარისხი, ვადები, მომსახურება);
- ტრანსპორტირების პროცესების დაგეგმვა და კოორდინაცია;
- შესყიდვებთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და საბაჟო პროცედურების მართვა;
- მომწოდებლების ბაზის განვითარება, შეფასება და პერიოდული განახლება;
- საბაჟო და სხვა მარეგულირებელი მოთხოვნების მონიტორინგი და შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური (B2) და რუსული (A2) ენების ცოდნა;
- სასურველია საბაჟო კანონმდებლობის და Incoterms-ის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია "Mind".
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.