შესყიდვების სპეციალისტი — სუფთა სამყარო

სუფთა სამყარო — ლოგო
სუფთა სამყარო

შესყიდვების სპეციალისტი

₾2000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

თბილისი, ავჭალა

ანაზღაურება: 2,000 ლარი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი | 09:00 – 18:00

„სუფთა სამყაროს“ შესახებ

„სუფთა სამყარო“ უკვე 20 წელზე მეტია მომხმარებლებს პროფესიონალურ დასუფთავების მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი გუნდის წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორად დაგეგმილ და დროულ შესყიდვებზეა დამოკიდებული.

ამ ეტაპზე ვეძებთ შესყიდვების სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური შესყიდვების პროცესის ეფექტიან მართვას და მომარაგების უწყვეტობას.

რას გააკეთებთ ყოველდღიურად?

  • მოიძიებთ და შეადარებთ სხვადასხვა მომწოდებლების შეთავაზებებს;
  • განათავსებთ შეკვეთებს და გააკონტროლებთ მათი შესრულების პროცესს;
  • ითანამშრომლებთ მომწოდებლებთან ფასების, პირობებისა და მიწოდების ვადების საკითხებზე;
  • გააკონტროლებთ საწყობის მარაგებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყობთ დროულ შესყიდვებს;
  • აწარმოებთ შესყიდვებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
  • გააკონტროლებთ მომწოდებლებისთვის გადახდების პროცესს;
  • მოამზადებთ ანგარიშებს შესრულებული სამუშაოების შესახებ.

წარმატებული იქნებით ამ პოზიციაზე, თუ:

  • გაქვთ შესყიდვების, მომარაგების, ლოჯისტიკის, ოპერაციების ან ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • კომფორტულად მუშაობთ Excel-ში;
  • შეგიძლიათ რამდენიმე ამოცანის ერთდროულად მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • გიყვართ მოლაპარაკებების წარმოება და პრობლემების გადაჭრა;
  • ხართ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

დამატებითი უპირატესობა იქნება

  • შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი“-ში მუშაობის გამოცდილება.

კარიერული განვითარების შესაძლებლობა

კომპანია ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე. წარმატებული მუშაობისა და დამატებითი პასუხისმგებლობების აღების შემთხვევაში, კანდიდატს ექნება შესაძლებლობა მომავალში განვითარდეს შესყიდვების მენეჯერის პოზიციამდე, რაც დაკავშირებული იქნება როგორც ფუნქციების გაფართოებასთან, ასევე ანაზღაურების ზრდასთან.