შესყიდვების სპეციალისტი — USA Auto Parts

USA Auto Parts — ლოგო
USA Auto Parts

შესყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შ.პ.ს. "Usa Auto Parts" დაარსდა 2012 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ამერიკული სათადარიგო ავტონაწილების იმპორტი და რეალიზაცია ქართულ ბაზარზე.

ამჯერად, გუნდში შესყიდვების სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური. თუ გსურს დაეუფლო ახალ პროფესიას და შემოუერთდე მეგობრულ გუნდს, ეს ვაკანსია შენთვისაა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ.30დ

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა (ფასები, პირობები, ვადები);
  • მარაგების მართვასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ინვოისები, შეკვეთები და სხვა) მომზადება და მოწესრიგება;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია, რათა შესყიდვების პროცესი იყოს სწრაფი და ეფექტური;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის საბაზისო ან საშუალო დონეზე ცოდნა;
  • MS Excel-ის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალურობა;
  • მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • რეალური პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო მომწოდებლებთან;
  • სწავლება და მენტორინგი;
  • მეგობრული და მხარდამჭერი გარემო;