შესყიდვების სპეციალისტი
ნალე ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების (იმპორტის მიმართულებით) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, გელოვანი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (10:00 -18:00)
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი (მზარდი ხელფასი)
მოთხოვნები:
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საერთაშორისო ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ახალი კლიენტების მოძიება და არსებულის პორტფელის მართვა;
- საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვების სტრატეგიისა და სისტემის შექმნა და დანერგვა (იმპორტიორები, ონლაინ პლატფორმები);
- პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
- კონტრაქტების, კომერციული პირობებისა და მიწოდების პროცესების კოორდინაცია;
- იმპორტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
- გაყიდვების გეგმების შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
- რისკების შეფასება და ექსპორტის პროცესების ოპტიმიზაცია.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.