შესყიდვების სპეციალისტი — ეროვნული სკრინინგ ცენტრი

ეროვნული სკრინინგ ცენტრი — ლოგო
ეროვნული სკრინინგ ცენტრი

შესყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ა(ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად;
  • ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით, შესყიდვის მიმღები სამსახურებიდან მიღებული ტექნიკური მახასიათებლების დაზუსტება და შესყიდვისათვის საჭირო და სრული დოკუმენტაციის შედგენა;
  • სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადება;
  • ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა და მათი ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
  • სსიპ "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან" მიმოწერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
  • შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

შენიშვნა:

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა(ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკასიაზეც. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა(ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.