შესყიდვების სპეციალისტი — ახალი ხედვა

ახალი ხედვა — ლოგო
ახალი ხედვა

შესყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება;
  • პროდუქციის შესყიდვებთან დაკავშირებული პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობა;
  • მომწოდებელთა ბაზის შექმნა და განახლება საჭიროებისამებრ;
  • უცხოურ ბაზარზე ახალი პროდუქტების მუდმივი მოძიება და საჭიროების შემთხვევაში ნიმუშების გამოთხოვა;
  • პოტენციურ და არსებულ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;
  • შესყიდვის პირობების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება;
  • ფინანსური ანგარიშსწორების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და გადარიცხვების კონტროლი;
  • სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა, თითოეული შეკვეთისას ფასთა მოკვლევა მინ. 5 კომპანიასთან;
  • ტვირთის ტრანსპორტირებასთან (პროდუქციის განბაჟება, ჩამოცლა/დატვირთვა, საწყობში მიტანის კონტროლი) დაკავშირებული პროცესის სრული მონიტორინგის უზრუნველყოფა;
  • ტენდერის პირობებით გათვალისწინებული ტექნიკური დავალების მიხედვით სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება, თარგმნა და შესაბამისი საქონლის მოძიება;
  • შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების, პერიოდული რეპორტინგის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • პასუხისმგებელია შეასრულოს სხვა ნებისმიერი პროფილური დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა.