შესყიდვების სპეციალისტი — აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი

შესყიდვების სპეციალისტი

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო ფორმატი: ნახევრად დისტანციური (კვირაში ერთი დღე ადგილზე მოსვლით)

დასაქმება შესაძლებელია შეთავსებით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ორგანიზაციის საჭიროების შესაბამისად შესყიდვების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება;
  • შესყიდვების განხორციელებისას მოქმედი კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შიდა პროცედურების დაცვა;
  • ბაზრის კვლევის განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება/ანალიზი;
  • პოტენციური მომწოდებლების მოძიება და მათი შემოთავაზების შესწავლა;
  • მიღებული კომერციული შეთავაზებების შედარება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • მომწოდებელთან კომუნიკაცია და შესყიდვების პირობების შეთანხმებაში მონაწილეობა;
  • ხელშეკრულებებისა და შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადებასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობა;
  • გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი, მათ შორის, მოწოდების ვადებისა და პირობების კონტროლი;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სახელმწიფო შესყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საჯარო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
  • დისტანციური მუშაობის ეფექტიანად განხორციელების უნარი.

ანაზღაურება: 1600 ლარი

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 5.09.2026 წელი.