შესყიდვების სპეციალისტი — არომაპროდუქტი

არომაპროდუქტი — ლოგო
არომაპროდუქტი

შესყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე https://georgiasnatural.com/ ან Facebook გვერდზე: georgias natural

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 17მ

სამუშაო საათები: 09:30-18:30

დასვენება: შაბათი, კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მომწოდებლების მოძიება;
  • საჭიროების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობა და ტენდერების გამოცხადება;
  • შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • შესყიდვების პროცესის დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება შესყიდვების სტატუსის, კონტრაგენტების მონაცემებისა და გადაცდომების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office: Word, Excel, PowerPoint ცოდნა;
  • ინგლისურის C1 დონეზე ცოდნა;
  • ტენდერებზე მუშაობის გამოცდილება;
  • PO-ებისა და სხვა დოკუმენტაციების შედგენის გამოცდილება.

თვისებები, რომელიც დაგეხმარებათ ჩვენს გუნდში სამუშაოდ:

  • პოზიტიური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი,