შესყიდვების სპეციალისტი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
- შესყიდვების შიდა მოთხოვნების რეგისტრაცია და ადმინისტრირება;
- სატენდერო პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- მომწოდებლების მოძიება და ფასთა გამოკითხვა;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების გამართვა და შერჩევა;
- ხელშეკრულებების გაფორმება და კონტროლი;
- შესყიდვის ორდერის ფორმირება და ინვოისების მიღება;
- საგადახდო მოთხოვნების, მიღება, შემოწმება;
- შესყიდვის ორდერისთვის როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება და ინიცირება ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტში;
- შესყიდვების და მომწოდებლების რეესტრების წარმოება;
- მომწოდებლებისგან საქონლის მიღების კონტროლი;
- მომწოდებლებთან/მომსახურების გამწევთან შედარებისა და ურთიერთ შეთანხმების აქტების წარმოება;
- კომპანიაში ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქმიანობასთან;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- საოფისე პროგრამების: Word, Excel, Power Point-ის კარგი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- საოფისე პროგრამების: Word, Excel, Power Point-ის კარგი ცოდნა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00 სთ
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 6 აგვისტო.
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.