შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი — ედესი ჯგუფი

ედესი ჯგუფი

შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ედესი ჯგუფი" 25 წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პოლიგრაფიული და საკანცელარიო პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაცია. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ფართო ასორტიმენტსა და მაღალი მომსახურების სტანდარტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შესყიდვების მენეჯერის დავალებების შესრულება და პროცესების კოორდინაცია;
  • მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება და ოპტიმალური პარტნიორების შერჩევა;
  • შესასყიდი პროდუქციის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა.
  • შეკვეთილი პროდუქციის პროგრამაში ასახვა.
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება;
  • რეპორტინგის წამოება უშალო უფროსისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ექსელის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო და წერითი უნარების ფლობა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

  • ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში ხელზე ასაღები ხელფასი 1100 -1300 ლ (კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით). გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ 1 600 ლ.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე - 09:00 - 18:00 (შესვენება 1 სთ).
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 157.

ბენეფიტები:

  • უფასო კვება
  • ფიტპასი