შესყიდვების მენეჯერი- ნატახტარი
შპს "ჩირიფრუტი" წარმოადგენს ჩირისა და შოკოლადის ტკბილეულის საწარმოს.
კომპანია ეძებს შრომისმოყვარე, ენერგიულ ადამიანს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოსთვის საჭირო ნედლეულის და მასალების, მოწყობილობებისა და მომსახურებების შესყიდვის პროცესის მართვა
- ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და შეფასება
- კომერციული შეთავაზებების მიღება, შედარება და ანალიზი, მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება
- შესყიდვების გეგმისა და მიწოდების ვადების კონტროლი საჭიროებების შესაბამისად
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და აღრიცხვა
- ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, ფასების ანალიზი და ოპტიმალური შესყიდვების უზრუნველყოფა
- საწარმოს სხვადასხვა განყოფილებებთან კოორდინაცია საჭიროებების ეფექტურად დასაკმაყოფილებლად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია წარმოების სფეროში)
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
- ვალიდური მართვის მოწმობით (კატეგორია B)
უნარები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი
სასურველია ჰყავდეს პირადი ავტომობილი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს შპს "ჩირიფრუტი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა.
გისურვებთ წარმატებებს!