შესყიდვების მენეჯერი - IT/ტექნოლოგიური მიმართულება
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: შესყიდვების მენეჯერი (IT/ტექნოლოგიური მიმართულება)
გრაფიკი: 5/2, 10:00-19:00
მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ტექნოლოგიური საჭიროებების შესაბამისად შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და მართვა;
- ტექნოლოგიური პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფის, IT აღჭურვილობისა და სერვისების მომწოდებლების მოძიება და შეფასება;
- ფასებისა და კომერციული პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება;
- სატენდერო და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება;
- მომწოდებლებთან ხელშეკრულებების მართვა და შესრულების კონტროლი;
- ბაზრის კვლევა, ფასების ანალიზი და ალტერნატიული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება;
- შესყიდვების ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა და ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა;
- შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ტექნოლოგიური მოთხოვნების დაზუსტებისა და შესრულების მიზნით;
- შესყიდვების პროცესის შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით;
- ტექნოლოგიური ან IT შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- შესყიდვების პროცესების, კონტრაქტებისა და დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებებისა და კომერციული პირობების შეთანხმების გამოცდილება;
- საოფისე პროგრამებისა და ERP/შესყიდვების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ტექნოლოგიური პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფისა და IT ინფრასტრუქტურის საბაზისო/კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები.