შესყიდვების მენეჯერი — კომპანია

კომპანია

შესყიდვების მენეჯერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

წარმოების სფეროში მოქმედი კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი-პარასკევი), 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სუბორდინაცია: ექვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელს. დაქვემდებარებაში ჰყავს: მძღოლი/მომმარაგებელი
  • ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (ხელზე ასაღები)

კომპანიის ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ტელეფონი
  • კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო პაკეტით

ძირითადი ამოცანები:

  • საწარმოს საჭიროებების მიხედვით მასალებისა და ინვენტარის მოძიება და შესყიდვის უზრუნველყოფა ყოველდღიურად;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკება, კომერციული წინადადებების მიღება და შედარება;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
  • საწყობის ნაშთების მონიტორინგი და დროული შევსება შესაბამის პროგრამაში;
  • შესყიდული მასალის გადამოწმება, წუნდებული პროდუქციის შემთხვევაში მომწოდებელთან უკუკავშირი;
  • მძღოლი/მომმარაგებლის კოორდინაცია მასალების ტრანსპორტირებისთვის;
  • მარაგების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება.

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების ან ლოგისტიკის მიმართულებით;
  • აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა.