შესყიდვების მენეჯერი
კომპანია "ევროპანელი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქ. #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500₾ (ნეტი)
ძირითადი მოვალეობები:
- შესყიდვის პროცესების მართვა შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობაში;
- შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
- გონივრულ ვადებში შესყიდვის პროცესის წარმოება;
- ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლების მოძიება ბაზარზე და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
- შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება;
- პროექტის ფარგლებში, მუდმივად და მჭიდროდ თანამშრომლობა უშუალო პროექტ მენეჯერთან/ და ნებისმიერ დამკვეთ დეპარტამენტთან;
- პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით;
- ტექნიკური დავალების მიღება, გადამოწმება ყველა დეტალის გათვალისწინებით;
- არაგეგმური შესყიდვის წარმოება ხარჯის დამტკიცების პროცედურების გათვალისწინებით;
- შესყიდვების ანალიზი;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და დირექტორთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სამშენებლო სექტორში მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
- ინგლისურისა და რუსული ენის ცოდნა;
- ნებისმიერი საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- ინიციატორობა;
- დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.