შესყიდვების მენეჯერი — ვოლტა

ვოლტა — ლოგო
ვოლტა

შესყიდვების მენეჯერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენს შესახებ:

"ვოლტა" წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ, პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო და ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

"ვოლტა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი (ბიზნეს ცენტრი ატრიუმი);

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება - 2500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • შესყიდვების, მომარაგების ჯაჭვის მართვისა და მარაგების ეფექტიანი დაგეგმვის პროცესის უზრუნველყოფა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების მართვა, მათ შორის ფასების, მიწოდების ვადებისა და გადახდის პირობების ოპტიმიზაცია;
  • მარაგების ანალიზი, მოთხოვნის პროგნოზირება და შესყიდვების გეგმების შემუშავება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით;
  • მომწოდებლებთან, საწყობსა და ლოჯისტიკის გუნდთან ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • ERP სისტემაში შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების მართვა და განახლება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული მიმდინარე პროექტებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • შესყიდვების, მომარაგების ჯაჭვის მართვის ან საწყობის/ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება საცალო ვაჭრობის ან ელექტრონული კომერციის სექტორში მუშაობის გამოცდილებას;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ფორმულები, Pivot Table-ები, მონაცემთა ანალიზი);
  • Microsoft Office-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ERP სისტემებთან (სასურველია Odoo ან მსგავსი) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • სასურველია კლიენტთა მომსახურების პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
  • სასურველია პროაქტიური გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ვოლტა"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.