შესყიდვების მენეჯერი — ფინბიურო

ფინბიურო — ლოგო
ფინბიურო

შესყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფინბიურო სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

ფინბიურო აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

ფინბიურო აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე;

ანაზღაურება: 2200ლ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიისთვის საჭირო ყველა სახის ინვენტარისა და მასალის შეძენა
  • შესყიდვის განხორციელებამდე ბაზრის მოკვლევის ჩატარება და მომწოდებლების შედარებითი ანალიზი
  • საწვავის ყოველდღიური მონიტორინგი, ლიმიტების დამატების განხილვა და დარიცხვა, ჩამოწერა
  • ოფისების მოწყობის კოორდინაცია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
  • საბეჭდი კარტრიჯების დამუხტვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი
  • ბუღალტერიისთვის გადასარიცხი ინვოისების მიწოდება და კონტროლი
  • წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა
  • ძირითადი საშუალებების აღწერა
  • ფილიალებში წარმოქმნილი ადმინისტრაციული პრობლემების მოგვარება
  • ოფისების ჰიგიენისა და აღჭურვილობის ხარისხის მონიტორინგი
  • დიასახლისების საქმიანობის მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბუღალტერიის საფუძლების ცოდნა)
  • შესყიდვების ან მომწოდებლებთან მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ