შესყიდვების მენეჯერი
"არქი ჰოსფითალითი" არის არქი ჰოლდინგის შვილობილი სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მართავს როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენ ვეძებთ შესყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება "არქი ჰოსფითალითის" შესყიდვების მართვაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ.წითლანაძის N1
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:
- მართავ კომპანიის შესყიდვების სტრატეგიას და პროცესებს
- აანალიზებ ბაზარს და მომწოდებლებს უკეთესი პირობების მისაღებად
- აკონტროლებ შესყიდვების სრულ ციკლს — შეკვეთიდან მიწოდებამდე
- აწარმოებ მოლაპარაკებებს და აფორმებ მომწოდებლებთან კონტრაქტებს
- აკონტროლებ მარაგებს, ინვენტარს და პროდუქციის ხარისხს
- მართავ მიწოდების გრაფიკებსა და ლოგისტიკას
- დაგეგმავ, ორგანიზებას და კოორდინაციას გაუწევ ტენდერებს
- იმუშავებ შესყიდვების პროცესებისა და პროცედურების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდაზე.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვებში სტუმარმასპინძლობის სფეროში
- გაქვს ბაზრის ანალიზისა და მომწოდებელთა მართვის გამოცდილება
- ფლობ მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის ძლიერ უნარებს
- გაქვს კონტრაქტების შეფასებისა და მომწოდებლების შესრულების კონტროლის გამოცდილება
- მუშაობ MS Office-თან, ERP ან შესყიდვების სისტემებთან
- შეგიძლია სწრაფად მიიღო გადაწყვეტილებები და იმუშაო სტრესულ გარემოში
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 17 ივლისი, 2026.
გაცნობებთ, რომ "არქი ჰოსფითალითი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.