შესყიდვების მენეჯერი — ბაუმერი

ბაუმერი — ლოგო
ბაუმერი

შესყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე - ელექტრობა სუსტი დენების მიმართულებით

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა.
  • შესყიდვების პროცედურებისა და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა.
  • კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია.
  • თანამშრომლებისგან შესყიდვის მოთხოვნების მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიწოდება.
  • ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის საუკეთესო პირობებით შეძენა.
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება.
  • ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი.
  • ახალი მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Project, MS Office).

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, ორშაბათი/პარასკევი, 10:00-19:00 ან 9:00-18:00.
  • გამოცდილება: 1-3 წელი.
  • ლოკაცია: თბილისი: მუხრან მაჭავარიანის 65; შემდგომ შესაძლო ოფისის ცვლილებით.
  • მივლინების საჭიროება: შესაძლოა ბათუმი ან საქართველოს სხვა ქალაქები.