შესყიდვების/ლოჯისტიკის სპეციალისტი — რუსტარ ონლაინი

რუსტარ ონლაინი

შესყიდვების/ლოჯისტიკის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

რუსტარ ონლაინი

რუსტარ ონლაინი საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, "რუსტარ ტურიზმის" პარტნიორს წარმოადგენს.

"რუსტარ ონლაინი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების/ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი სახის შესყიდვების განხორციელება.
  • მომწოდებლების ბაზის განახლება და პარტნიორებთან ურთიერთობა.
  • შეკვეთის დოკუმენტაციის მომზადება, ხელშეკრულების გაფორმება და შესყიდვების პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • მიწოდებების მონიტორინგი, შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება.
  • შესყიდვების პროცესების, მომწოდებლების შერჩევისა და კონტრაქტირების საბაზისო ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების (MS Office - Excel, Word, Outlook) ცოდნა; ERP ან ინვენტარიზაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინვენტარიზაცია.
  • აქტივებისა და ინვენტარის მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება.
  • შესყიდვების განხორციელება — ძირითადად ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებით, თუმცა ასევე სხვა ზოგად შესყიდვებშიც.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი:

  • სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე; დასვენება 2 დღე.

ანაზღაურება:

  • კონკურენტული ანაზღაურება (დამოკიდებულია გამოცდილებაზე).

სხვა:

  • კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.