შერჩევის სპეციალისტი — გუდვილი

გუდვილი — ლოგო
გუდვილი

შერჩევის სპეციალისტი

შეთანხმებით აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე (დეკრეტის შემცვლელი).

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • ვაკანსიების აღწერების მომზადება და სხვადასხვა პლატფორმებზე განთავსება;
  • კანდიდატების მოძიება, რეზიუმეების გადარჩევა და შესაბამისი პოტენციური კადრების შერჩევა;
  • სატელეფონო და პირადი გასაუბრებების ორგანიზება და ჩატარება;
  • კანდიდატების უნარებისა და კომპეტენციების შეფასება;
  • დასაქმების პროცესის კოორდინაცია (ინტერვიუიდან კონტრაქტის გაფორმებამდე);
  • შიდა ბაზების წარმოება და განახლება;
  • საჭიროებისამებრ საკადრო რეზერვის შექმნა;
  • პერსონალის შერჩევისა და მიღების ყოველთვიური ანალიზი/რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • ადამიანური რესურსების მართვის და/ან შერჩევის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 10:00- 18:00;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ეფექტური საბონუსე სისტემა;
  • ლოკაცია: დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი N1;
  • ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
  • Fitpass ბარათს.

გისურვებთ წარმატებას!