შემოსავლების ბუღალტერი
სასტუმრო "Kokhta Bakuriani" აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების ბუღალტერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ბაკურიანი
დეპარტამენტი: ფინანსები
პოზიცია: შემოსავლების ბუღალტერი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს შემოსავლების გატარება საბუღალტრო და სასტუმროს პროგრამებში
- სალაროს ბრუნვის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში
- ინვოისების გაგზავნა კომპანიებთან
- ანგარიშ-ფაქტურების გაწერა კომპანიებისა და დიპლომატებისთვის
- ბარათით გადახდილი თანხების შესაბამისობის კონტროლი პროგრამულ მონაცემებთან
- დღგ-თი დაუბეგრავი შემოსავლის შესაბამისი დოკუმენტების რეესტრის წარმოება
- ფასდაკლებული ჩეკების რეესტრის წარმოება
- სასტუმროსა და რესტორნის პროგრამების რეკონსილაციის ცხრილების წარმოება
- რესტორნისა და სასტუმროს სალაროს ხურდით უზრუნველყოფა
- თვის დახურვის ოპერაციებში მონაწილეობა
- ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფინანსები, ბუღალტერია ან შესაბამისი მიმართულებით)
- სასურველია სასტუმრო სექტორში მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობას
- შრომის კოდექსით გათვალისწინებულ პირობებს