შემფასებლის ასისტენტი
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას შემფასებლის ასისტენტის პოზიციაზე შეფასებისა და კორპორაციული ფინანსების დეპარტამენტში.
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpas;
- მზარდი ანაზღაურება;
- უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
- ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი;
- პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
- ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
- მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია;
- ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაო გეგმის შედგენა და შესაბამისი დროის განსაზღვრა შეფასების ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით;
- ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვა განსაზღვრული ვადების მიხედვით;
- შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ქონების შეფასება კომპეტენციების ფარგლებში;
- სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინსტრუქციებისა და მოთხოვნების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Office);
- ქონების დამოუკიდებლად შეფასების კომპეტენცია ნებისმიერი საშემფასებლო მეთოდის გამოყენებით.
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.