შემავსებელ-მერჩენდაიზერი- ბათუმი
შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას შემავსებელ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.
"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
- ობიექტზე შემოსული პროდუქციით დარბაზის თაროების შევსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით;
- თაროებზე პროდუქციის მარაგების მუდმივი კონტროლი;
- მომხმარებელთან ურთიერთობა;
- თაროებზე პროდუქციის ფასებისა და ვადების კონტროლი
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- მზარდ საბონუსე სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, გრანდმოლი, ხიმშიაშვილის 9