შეკვეთების შემგროვებელი და მარკირების ოპერატორი
ონლაინ მაღაზია "ტრენდმარტი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების შემგროვებელი და მარკირების ოპერატორის პოზიციაზე სამგორის მეტროსთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საწყობში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში პროდუქციის მიღება-მითვლა-დასტიკერება და ფიზიკურად განთავსების უზრუნველყოფა; (მსუბუქი, მცირე ზომის)
- მარაგების პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის შიდა სტანდარტების მიხედვით აგროვება, შეფუთვა, დასტიკერება და სადისტრიბუციო მანქანებში განთავსება;
- საწყობის ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის პროცესში ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office).
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი კვირაში;
- ხელფასი: 1200 ლარი + საბონუსე სისტემა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საწყობი მდებარეობს სამგორის მეტროსთან.
გისურვებთ წარმატებებს!