შეკვეთების ოპერატორი — ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი — ლოგო
ევროპროდუქტი

შეკვეთების ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ევროპროდუქტი

2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა;

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:30 საათიდან 18:00 საათამდე);

რას გთავაზობთ:

  • მზარდ შრომის ანაზღაურებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • პროგრამაში ავტომატური შეკვეთების მიღება და დამუშავება;
  • შეკვეთების გენერირება და სავაჭრო ობიექტების პლანოგრამასთან შედარება;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის კორექტირება;
  • საჭიროებიდან გამომდინარე რეპორტების წარმოება;
  • სავაჭრო ობიექტების ნაშთების კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტების მენეჯერებთან კომუნიკაცია;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ გაცემული მითითებების შესრულება;

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში);
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს ან მიახლოებულ პოზიციაზე;
  • სასურველია ბუღალტრული პროგრამა APEX-ის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Excel)-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პუნქტუალურობა;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.