შეფ სტიუარდი — სასტუმრო ტიფლისი პალასი

სასტუმრო ტიფლისი პალასი — ლოგო
სასტუმრო ტიფლისი პალასი

შეფ სტიუარდი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს. „გლორია“ მართავს ორ სასტუმროს - „ტიფლის პალასს“, რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს „ტიფლის ვერანდას“) და „Grand Gloria“-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.

კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს „გლორია“ აცხადებს ვაკანსიას „შეფ სტიუარდის“ პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი გორგასლის 3

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას

ვის ვეძებთ ჩვენ:

ჩვენ ვიზრდებით და ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • არის პუნქტუალური, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

მოვალეობები:

  • უზრუნველყოს სამზარეულოს დასუფთავების ჯგუფის სამუშაოს კოორდინირება;
  • უზრუნველყოს სამზარეულოების, საწყობების, ყველა დანადგარის სისუფთავე;
  • სამზარეულოს ყველა ინვენტარის აღრიცხვა (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.);
  • ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
  • სამუშაო ადგილას, სისუფთავის დაცვა და უზრუნველყოფა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 8 ივლისი

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • უფასო კვება