შეფ-მზარეულის დამხმარე- ქუთაისი
ლუდის ბარი "Hoegaarden" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ცისფერყანწელთა #7)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეფ-მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში;
- პროდუქტების წინასწარი მომზადება — გარეცხვა, გასუფთავება, დაჭრა და დამუშავება;
- კერძების მომზადებაში მონაწილეობა შეფ-მზარეულის მითითებებისა და დადგენილი რეცეპტურის შესაბამისად;
- პროდუქტების სწორად შენახვისა და ვადების კონტროლის წესების დაცვა;
- სამზარეულოს სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება;
- სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- სამზარეულოს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
- კვების სფეროში მუშაობის სურვილი და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
- სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ დასაქმებას;
- განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.