შეფ-მზარეული — კვების კომპანია

კვების კომპანია

შეფ-მზარეული

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კვების კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: შეფ-მზარეული - საოფისე და კორპორატიული კვების მიმართულებით. მთავარი გამოწვევებია დიდი მოცულობით წარმოება, სტაბილური ხარისხი, დროული მიწოდება და ყოველდღიურად ცვალებადი მენიუ.

ძირითადი მოთხოვნები შეფ-მზარეულის პოზიციაზე:

  • აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება კორპორატიულ კვებაში, საწარმოო სამზარეულოში, კეიტერინგში ან საოფისე ლანჩების მიმართულებით.
  • დიდი მოცულობის წარმოების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება (100+ პორცია დღეში ჩაითვლება უპირატესობად).
  • მენიუს შექმნისა და სეზონურად განახლების გამოცდილება.
  • კერძების ხარისხისა და გემოს სტაბილურობის უზრუნველყოფის უნარი.
  • პროდუქტის დანახარჯებისა და Food Cost-ის ეფექტურად მართვის გამოცდილება.
  • სამზარეულოს გუნდის მართვის, გადანაწილებისა და თანამშრომლების გადამზადების გამოცდილება.
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის სტანდარტების ცოდნა და დაცვა.
  • ნედლეულის მიღების, შენახვისა და მარაგების კონტროლის გამოცდილება.
  • სწრაფ გარემოში მუშაობისა და პროცესების ეფექტურად ორგანიზების უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • კორპორატიული კვების ან ლანჩბოქსების პროექტებში მუშაობის გამოცდილება.
  • თანამედროვე ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა.
  • დიეტური, ვეგეტარიანული და ჯანსაღი მენიუს შექმნის გამოცდილება.
  • სამზარეულოს პროცესების ოპტიმიზაციისა და ახალი პროდუქტების დანერგვის გამოცდილება.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა:

კორპორატიული კვების, საწარმოო სამზარეულოს ან კეიტერინგის სფეროში მუშაობის რეალურ გამოცდილებას. კანდიდატს უნდა ჰქონდეს დიდი რაოდენობით კერძების ყოველდღიურად მომზადებისა და ხარისხის სტაბილურად შენარჩუნების პრაქტიკული გამოცდილება.