შეფ-მზარეული — რესტორანი

რესტორანი — ლოგო
რესტორანი

შეფ-მზარეული

₾3500-3900 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

რესტორანი ეძებს შეფ მზარეულს.

სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული/5 სამუშაო დღე; 13:00 სთ – 23:00 სთ. დასვენების დღეები განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე.

ანაზღაურება: 3 500 - 3 900 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
  • სამზარეულოს გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ძლიერი მენეჯერული უნარის ფლობა;
  • პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
  • სამზარეულოს ფუნქციონირების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები;
  • დროის მენეჯმენტის უნარი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

მოვალეობები:

  • სამზარეულოს ყოველდღიური ფუნქციონირების დაგეგმვა, ორგანიზება, წარმართვა და კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კონტროლი: სამუშაო დღის დაგეგმვა და მათზე მოვალეობების და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
  • მენიუს შედგენა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • ტექნოლოგიური ბარათების/რუკების შედგენა;
  • კალკულაციების შედგენა და დაცვა;
  • საწყობის და პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • კვების პროდუქტების უვნებლობის უზრუნველყოფა: პროდუქტების ხარისხის და ვადიანობის კონტროლი;
  • უსაფრთხოების ტექნიკის და სამზარეულოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი;
  • სამზარეულოს დანადგარებისა და ინვენტარის/მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი.