შეფ კონდიტერი
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას შეფ კონდიტერის პოზიციაზე.
ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- დესერტების მენიუს შექმნა და განახლება
- საკონდიტრო ნაწარმის მომზადების პროცესის მართვა და კონტროლი
- პროდუქციის ხარისხისა და პრეზენტაციის უზრუნველყოფა
- რეცეპტების სტანდარტიზაცია და მათი შესრულების კონტროლი
- ინგრედიენტების მარაგის კონტროლი და შეკვეთების დაგეგმვა
- ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
- ახალი დესერტების შემუშავება და ინოვაციების დანერგვა
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საკონდიტრო საქმის ღრმა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
- კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დროის მართვის უნარი
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას