შეფ-კონდიტერი
შპს "გლორია" მართავს ორ სასტუმროს — "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერსა და რესტორან "ტიფლის ვერანდას") და "Grand Gloria"-ს — 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრსა და რესტორანს.
კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.
შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას შეფ-კონდიტერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 3
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე)
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთის გაცნობა და არსებული ასორტიმენტის მიხედვით საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობა/მომზადება;
- საკონდიტრო საცხობის დეპარტამენტის ფუნქციონირების, დალაგებისა და წარმოების ეფექტიანობის მონიტორინგი;
- გამოსაყენებელი საკვები პროდუქტის მაღალი სტანდარტების შენარჩუნება (ხარისხისა და საკვები პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლი);
- ყველა განრიგის, წესისა და პროცედურის დაცვა (მაგ.: სისუფთავის, HACCP-ის სტანდარტები და ა. შ.).
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 2 აგვისტო.