შეფ დე პარტი- ბათუმი — Hotel Indigo Batumi Old Town

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
Hotel Indigo Batumi Old Town — ლოგო
Hotel Indigo Batumi Old Town

შეფ დე პარტი- ბათუმი

შეთანხმებით იწურება ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო "Hotel Indigo Batumi Old Town", თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმროში წარმოდგენილია ბრენდული რესტორანი Brasserie 1900, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.

Brasserie 1900 გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ პასუხისმგებლობიან და პროფესიონალ შეფ დე პარტს (Chef de Partie-ს), რომელიც გაითვალისწინებს ხარისხს და დაეხმარება გუნდს საუკეთესო კერძების მომზადებაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • კონკრეტული სამზარეულოს სექციის მართვა და კონტროლი
  • მაღალი ხარისხის კერძების მომზადება და სტანდარტების დაცვა
  • ინვენტარის მართვა და სამუშაო პროცესების ორგანიზება
  • გუნდის წევრებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა
  • სამზარეულოს სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
  • მუშაობას ბრენდულ და სტაბილურ გარემოში
დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ მოგიძებნით მზარეულის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა მზარეულის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.