სეზონური მერჩენდაიზერი / საკუთარი ავტომობილით — იბერია რეფრეშმენტსი

იბერია რეფრეშმენტსი — ლოგო
იბერია რეფრეშმენტსი

სეზონური მერჩენდაიზერი / საკუთარი ავტომობილით

₾1000 ₾ ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს „ იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სეზონური მერჩენდაიზერის (საკუთარი ავტომობილით) პოზიციაზე ბათუმში.

თანამშრომლობის პერიოდი: 5 თვე (შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელებაც)

კომპანიის შესახებ:

სს „ იბერია რეფრეშმენტსი" არის „ პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group-ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) დისტრიბუცია.

ასევე ახორციელებს „ Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებასა და დისტრიბუციას საქართველოში.

სს "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობა:

  • მარაგებისა და სტენდების კონტროლი;
  • ვადების კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტში პროდუქციის დალაგება;
  • მაღაზიაში მაღალი ხარისხის მერჩენდაიზინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

  • ფიქსირებული ანაზღაურება - 1000 ლარი + ცვლადი ბონუსი (თვეში მაქსიმუმ 1150 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი);
  • საწვავი;
  • კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
  • კორპორატიული SIM ბარათი;

უპირატესობები:

  • საწვავის ხარჯების ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული მობილური პაკეტი