სესხის ოფიცერი- რუსთავი
კორპორატიული სამართლის ოფისი საქმიანობს კომპანიების მიმართ არსებული დებიტორული დავალიანებების მართვისა და ამოღების მიმართულებით, უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის სამუშაო მოქნილობას, ამცირებს დროის დანახარჯს და თანამშრომელს ეხმარება საუკეთესო შედეგების მიღწევაში.
ვაცხადებთ ვაკანსიას სესხის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 10:00-18:00
- შესვენება: 13:00-14:00
- სამუშაო ადგილი: ქალაქი რუსთავი
სამსახურებრივი მოვალეობები:
- პორტფელის დამუშავება
- დავალიანების მქონე პირებთან სატელეფონო და უშუალო კომუნიკაცია
- მედიაციის წარმოება მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით
მოთხოვნები:
- საქმიანი კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის სწორად გადანაწილების უნარი, საქმის საჭიროებიდან გამომდინარე
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო ეთიკის, მოვალეებთან ურთიერთობისა და კომპანიის პროგრამასთან მუშაობის შესასწავლად ჩატარდება ტრენინგები
- გაწეული საქმიანობის ანაზღაურება საბონუსე სისტემით