სერვისის მიმღები ოპერატორი — Midea

Midea — ლოგო
Midea

სერვისის მიმღები ოპერატორი

₾1200 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.

შპს ,,ემსერვისი“ - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური სერვის-ცენტრია საქართველოში.

შპს „ემსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას „სერვისის მიმღები ოპერატორის“ პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სერვის-ცენტრში შემოსული ყველა ტიპის (ფიზიკური/იურიდიული) მომხმარებლის მიღება.
  • მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, შეკვეთების დაფიქსირება.
  • სერვის-ცენტრში შემოსული დაზიანებული ტექნიკის მიღება, მომხმარებლისთვის თანხის გადახდის შემთხვევაში ანგარიშასწორების განხორციელება (სალარო აპარატზე გადახდის ქვითრის ამობეჭდვა).
  • ნივთზე საჭიროებების განსაზღვრა.
  • მყიდველის შეკვეთის საფუძველზე რეალიზაციის გაკეთება, საგადახდო დოკუმენტის მიბმა შეკვეთაზე.
  • შეკვეთების პროგრამაში დაფიქსირება, შევსებული ქვითრის ამობეჭდვა და დაზიანებულ ნივთზე განთავსება, სახელოსნოში გადატანის უზრუნველყოფა.
  • ტექნიკური მენეჯერისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაზიანებულ ნივთზე.
  • საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება.
  • მომხმარებლის და ტექნიკური მენეჯერის მხრიდან ხელმოწერის უზრუნველყოფა, შეკვეთის დახურვა და რეალიზაციის გატარება პროგრამაში, გახარჯული მასალის ჩამოწერა.
  • მომსახურების ინვოისის მიწოდება საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის მის მიერ მიღებულ შეკვეთაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • 1C პროგრამის ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ანაზღაურება: 1200 ლარი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე;

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ.N7;