სერვისის მენეჯერი — აბანოთუბანი გრუფი

აბანოთუბანი გრუფი — ლოგო
აბანოთუბანი გრუფი

სერვისის მენეჯერი

₾2000.0 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

" აბანოთუბანი ჯგუფი " წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას. "აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატებს სერვის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი სამუშაო გრაფიკი: 7-საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 1 დღე სამუშაოს ანაზღაურება: 1500₾-2000₾ (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) ფუნქცია-მოვალეობები: ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი; ** თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და მათი ინსტრუქტაჟი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; ** ონლაინ ჯავშნების კონტროლი; ** რეცეფციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** სამუშაო გრაფიკების შექმნა და თანამშრომლების დასწრების კონტროლი; ** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება. აუცილებელი მოთხოვნები: ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; ** პრობლემურ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სასურველია უმაღლესი განათლება, მომსახურების სფეროში გამოცდილება ან მომსახურების სტანდარტების ცოდნა. ჩვენთან დაგხვდებათ: ** მზარდი ანაზღაურება; ** სამედიცინო დაზღვევა; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; ** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა. hr.abanotubanigroup@gmail.com და სათაურში (Subject) მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება. ჩვენ ვამუშავებთ რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში. hr.abanotubanigroup@gmail.com , რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითეთ: "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ