სერვისის მენეჯერი
გუნდში ვეძებთ სერვისის მენეჯერს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა;
სერვისის მენეჯერის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობებია:
- მომხმარებლის რეგისტრაცია, საჭიროების დადგენა;
- ავტომობილისთვის ჩასატარებელი სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ტექნიკოსის სერვისის ჩასატარებლად საჭირო მასალით მომარაგება;
- სერვისის პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
- ტექნიკოსების შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
- სერვისთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- შემოსული ავტომობილების რიგის კონტროლი;
გამოგვიგზავნე რეზიუმე თუ:
- გაქვს ავტო ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- შეგიძლია ინგლისურ და რუსულ ენაზე კომუნიკაცია;
- შეგიძლია დამარწმუნებლად და არგუმენტირებულად საუბარი;
- გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შეგიძლია მართო პროცესები და ადამიანები;
- შეგიძლია სწორად გაანაწილო დრო და რესურსები;
- შეგიძლია მართო კონფლიქტური სიტუაციები;
დაგვიტოვე რეზიუმე მეილზე vacancy@otoservice.ge ან დაგვიკავშირდი 0322 05 26 26