სერვისის კოორდინატორი
ტერაბანკი თბილისის ფილიალში სერვის კოორდინატორს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- ხარ სტუდენტი და სწავლასთან შეთავსებით გინდა პრაქტიკული გამოცდილების მიღება
- ეძებ მოქნილ სამუშაო გრაფიკს სწავლასთან შეთავსებით
- გსურს კარიერული განვითარება
- გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი
- გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- უწყვეტი სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
შენი მოვალეობა იქნება:
- მომხმარებლის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა
- რიგის კონტროლი და კლიენტის შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება
- მომხმარებლისთვის სწრაფი გადახდის აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება/დახმარების გაწევა
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
- ხარ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი, ან გაქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება
- სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისის რომელიმე ფილიალი
- დასაქმება: შესაძლებელია როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით. ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია. ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!