სერვის მენეჯერი — რესტორანი ისტორია

რესტორანი ისტორია — ლოგო
რესტორანი ისტორია

სერვის მენეჯერი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

რესტორანი ისტორია არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი

სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე

ანაზღაურება: 2000₾-3000₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და მათი ინსტრუქტაჟი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  • ონლაინ ჯავშნების კონტროლი;
  • რეცეფციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო გრაფიკების შექმნა და თანამშრომლების დასწრების კონტროლი;
  • ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პრობლემური სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სასურველია უმაღლესი განათლება, მომსახურების სფეროში გამოცდილება, ან მომსახურების სტანდარტების ცოდნა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • მზარდი ანაზღაურება;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა.