სერვის მენეჯერი
სარეკლამო კომპანია შპს "ნიუპრინტი" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
მისამართი: აფრიკა, აბელ ენუქიძის 5
ფუნქცია - მოვალეობები:
- მენეჯერისგან შეკვეთის მიღება, დამუშავება, შეკვეთისვის საჭირო მასალის საწყობის მენეჯერთან და შესყიდვების მენეჯერთან გავლა, საჭიროების შემთხვევაში შესყიდვაზე მოთხოვნის გაკეთება.
- დამკვეთისგან შეკვეთის მიღება, დეტალურად გავლა, მასალის/დიზაინის დაზუსტება.საჭიროების შემთხვევაში დიზაინერთან და ტექნიკურ ჯგუფთან დამკვეთის დაკავშირება და პროცესის კონტროლი.
- საჭიროების შემთხვევაში აზომვის მომსახურების მოთოვნა და სპეციალისტის გაშვება, ადგილზე ტექნიკური ჯგუფის მისვლის მოთხოვნა დეტალების დასაზუსტებლად და პროცესის კონტროლი.
- შემსრულებლის დაქირავების შემთხვევაში, მომსახურების ღირებულების წინასწარ შეთანხმება, დაქირავებულ თანამშრომელზე ოფის მენეჯერთან (მეილის საშუალებით) ინფორმაციის დროული მიწოდება.
- შეკვეთის ყველა ეტაპის კონტროლი მის სრულ ჩაბარებამდე, ხარისხის, ვიზუალის, რაოდენობის დადასტურება წარმოების მენეჯერისთვის შეკვეთის დამკვეთთან გაგზავნა/შეფუთვის წინ.
- პროექტებში სრული ჩართულობა და მკაცრი კონტროლი.
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სარეკლამო მიმართულებით გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაცია;
- შრომისმოყვარეობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
დამატებითი ბენეფიტები:
- კვებაზე 50%-იანი თანადაფინანსება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- განვითარების შესაძლებლობა.
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ნიუპრინტ -მა "შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ.
გისურვებთ წარმატებებს!