სერვის კოორდინატორი
კომპანია "გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
კომპანია "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სერვის კოორდინატორის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
- დახლს შიდა სექციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის შეკვეთა, დახლში განლაგებული პროდუქციის ვადების აღრიცხვა და კონტროლი;
- მომხმარებლების საჭიროებების გარკვევა, დახმარების გაწევა;
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1000 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: თავისუფლების მოედანი;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში