სერვის-ინჟინერი — ინტერლაბი

ინტერლაბი

სერვის-ინჟინერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ინტერლაბი" აცხადებს ვაკანსიას სერვის-ინჟინერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი ლაბორატორიული დანადგარების ადგილზე მიტანა, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება.
  • აპარატურის ტექნიკური დიაგნოსტიკა, დაზიანების აღმოჩენა და შეკეთება.
  • გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება დანადგარების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად.
  • მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა.
  • ვიზიტები ლაბორატორიებში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (მივლინებები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (პრიორიტეტულია: ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტროინჟინერია, მექანიკა ან მონათესავე ტექნიკური დარგები).
  • სამედიცინო/ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
  • ელექტრონული სქემების კითხვისა და ტექნიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი.
  • ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური ლიტერატურის დასამუშავებლად); სასურველია რუსული ენის ცოდნაც.

პიროვნული უნარები:

  • ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემის ოპერატიულად გადაჭრის უნარი.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
  • ანაზღაურება: 1000-2000 ლარი + ბონუსი.
  • კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს მუშაობისათვის საჭირო ყველა რესურსით (მათ შორის: ტრანსპორტირებისთვის კომპანიის ავტომობილი, ულიმიტო სასაუბრო დრო და საჭირო ინსტრუმენტები).

ჩვენს შესახებ: 2005 წლიდან კომპანია "ინტერლაბი" ახორციელებს ლაბორატორიების კომპლექსურ მომარაგებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებთან, ასევე მცირე და საშუალო დატვირთვის ლაბორატორიებთან. ვართ ევროპული ლაბორატორიული ტექნიკის, ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://interlab.ge/ka