სერვის დესკის ხელმძღვანელი
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას სერვის დესკის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ბს/2 ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, „Penki Kontinentai“, ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ქმნის და ნერგავს ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საბანკო, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
ბს/2 ჯორჯია წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრით საქართველოში და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.
ბს/2-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე 30 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში.
ლოკაცია: თბილისი, დიღომი, პ. ყურაშვილის ქ. N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგური დიდუბიდან)
გრაფიკი: სრული განაკვეთი (I-V; 09:00-18:00), 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2500-3000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიდიკაციიდან გამომდინარე)
ძირითადი ფუნქციები:
- სერვის დესკის გუნდის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, დავალებების განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
- სამუშაო პროცესების ანალიზი, შესრულებული დავალებების შეფასება და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;
- პრობლემურ და კრიტიკულ საკითხებზე დროული რეაგირება, მათი აღმოფხვრის პროცესის მართვა და საჭიროების შემთხვევაში ესკალაცია;
- მომსახურების ხარისხის, SLA მაჩვენებლებისა და ოპერაციული სტანდარტების შესრულების კონტროლი;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული და პერიოდული ანგარიშების (SLA Report, Vandalism Report, Cleaning Report და სხვა) მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობისა და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის;
- აქტიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა სხვადასხვა დეპარტამენტთან, პარტნიორ ბანკებთან, ტექნიკურ გუნდებთან და გარე მომწოდებლებთან;
- შიდა ელ. პროტალებისა და საკომუნიკაციო არხების მონიტორინგი და მართვა;
- ინციდენტების, მოთხოვნებისა და ხარვეზების რეგისტრაცია შიდა პროგრამებში, დავალებების შექმნა, გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
- სერვის დესკის სპეციალისტებისთვის ახალი პროცედურების, ინსტრუქციებისა და სამუშაო სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- ახალი თანამშრომლების შერჩევის, ადაპტაციის (Onboarding) და ტრენინგ პროცესებში მონაწილეობა;
- გუნდის წევრების პროფესიული განვითარების, ცოდნის ამაღლებისა და კვალიფიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
- თანამშრომელთა ადმინისტრაციული საკითხების მონიტორინგი (შვებულება, ბიულეტენი, გაცდენა, დაგვიანება, ზეგანაკვეთური სამუშაო და სხვა);
- საჭიროების შემთხვევაში გუნდის წევრების მხარდაჭერა გადაუდებელი და მაღალი პრიორიტეტის საკითხების გადაწყვეტის პროცესში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
- ხელმძღვანელ ან გუნდის კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სულ მცირე B2 დონეზე ფლობა;
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) კარგი ცოდნა;
- Help Desk / Service Desk სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Jira Service Management) ჩაითვლება უპირატესობად;
- ელექტრონული ფოსტის, დისტანციური მხარდაჭერისა და მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- გუნდის მართვის, მოტივაციისა და განვითარების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
ჩვენ გთავაზობთ:
- კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass-ს.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები