სენიორ სამედიცინო წარმომადგენელი- თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
კომპანია "აქტი გრუპი" მსხვილი საერთაშორისო სამეცნიერო-საწარმოო ფარმაცევტული კომპანიისათვის ეძებს ერთგულ, მიზანდასახულ და მოტივირებულ თანამშრომლებს, რომლებსაც შეეძლებათ ღირსეულად წარმოადგინონ კომპანია საქართველოში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი)
პოზიცია: სენიორ სამედიცინო წარმომადგენელი
მიზანი
რეალიზაციისა და პროდუქციის სტაბილური არსებობის უზრუნველყოფა ძირითად სააფთიაქო ქსელებში კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების მართვის, კომერციული შეთანხმებების განხორციელებისა და კომპანიის პროდუქტების პორტფელის ეფექტური წარდგენის გზით.
ძირითადი მოვალეობები:
- კუთვნილ ტერიტორიაზე კომპანიის პრეპარატების პრომოცია.
- ექიმებთან, ფარმაცევტებთან და სხვა პარტნიორებთან (მათ შორის დისტრიბუტორებთან და სააფთიაქო ქსელებთან) ურთიერთობების მართვა, რეგულარული, ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება.
- გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა სამედიცინო პერსონალთან, განვითარების გეგმების შემუშავება და განხორციელება.
- გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა კომპანიის მიერ შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად.
- სააფთიაქო ქსელებში პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სასაქონლო ნაშთების კონტროლი.
- გაყიდვების მონიტორინგი, ბაზრისა და კონკურენტული ანალიზი.
- უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება.
- კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების განუხრელად დაცვა.
დამატებითი მოვალეობები - სამედიცინო აქტივობა:
- პრეზენტაციების, სემინარებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა.
- აღნიშნულ ღონისძიებებზე მიზნობრივი აუდიტორიის მონაწილეობის უზრუნველყოფა და ღონისძიებების ხარისხის კონტროლი.
- საპრომოციო მასალის, პრეზენტაციების ადაპტირება და მომზადება.
ეფექტურობის ძირითადი ინდიკატორები (KPI):
- გაყიდვების გეგმის შესრულება.
- პროდუქციის ხელმისაწვდომობის დონე სააფთიაქო ქსელებში.
- აქტიური კლიენტების რაოდენობა და დინამიკა.
- პრომო აქტივობების შესრულების ხარისხის დონე.
- ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა.
კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება.
- ფარმაცევტულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სამედიცინო წარმომადგენელი ან KAM, მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება).
კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის კარგი უნარი:
- მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური საქმიანი კომუნიკაციის უნარები.
- შედეგზე ორიენტირებულობა და პროცესის მართვის უნარი.
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
მოთხოვნები:
- ენები: ქართული - მშობლიური, რუსული - საშუალო, ინგლისური - საშუალო (სასურველია).
- MS office პროგრამების კარგი ცოდნა.
- პირადი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა.
- მზაობა ხანმოკლე მივლინებებისთვის.
პირობები:
- კონკურენტული, ზრდადი ხელფასი და საბონუსე სისტემა.
- ტექნიკური ბენეფიტები.
- საწვავის ხარჯის ანაზღაურება.
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
- ტრენინგები და პროფესიული განვითარება.