სენდვიჩების სპეციალისტი — Brunch By Gastronome

Brunch By Gastronome — ლოგო
Brunch By Gastronome

სენდვიჩების სპეციალისტი

₾1100 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

"Brunch by Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს სენდვიჩების სპეციალისტის (Sandwich Maker) პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1100 ლარი

ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.

სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი

სარგებელი: ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ

ძირითადი მოვალეობები:

  • ასორტიმენტის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
  • მომხმარებლების კონსულტაცია
  • ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება
  • ფრეშების სხვადასხვა სახეობების მომზადება
  • სენდვიჩის მომზადება
  • მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა
  • ონლაინ მიღებული შეკვეთის მომზადება
  • სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი
  • ყავის და ფრეშის აპარატის მოვლა ინსტრუქციის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
  • სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • გამართული მეტყველება

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ