სემეკთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი-იურისტი — ენერგო-პრო ჯორჯია

ენერგო-პრო ჯორჯია

სემეკთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი-იურისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს სემეკთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის (იურისტი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები და ვალდებულებები:

  • კომპანიის ინტერესების წარდგენა და დაცვა სემეკში.
  • რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის და მისი კლიენტებისთვის შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება.
  • სემეკის წერილობითი პრეტენზიების/საჩივრების/განცხადებების პასუხად კომპანიის წერილობითი კორესპონდენციის მომზადება და დადგენილ ვადაში გაგზავნა.
  • კომპანიის კლიენტებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული და სემეკის მიერ მოთხოვნილი ანგარიშების მომზადება და დადგენილ ვადებში სემეკში გაგზავნა.
  • განყოფილების საკანცელარიო საქმიანობის განხორციელება.
  • ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზი და პროექტების რევიზია.
  • კომპანიის წესდებით, დებულებით, სხვადასხვა სახის მმართველობითი დოკუმენტებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
  • სემეკის მიერ დაკისრებული ვალდებულებების მონიტორინგი და მათ პროგრამებში მუშაობა.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხის მქონე პირს).
  • ადმინისტრაციული სამართლის კარგად ცოდნა.
  • არანაკლებ 6-თვიანი (სტაჟირების ჩათვლით) პრაქტიკული გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება პროფესიის შესაბამისად ენერგეტიკულ კომპანიაში ნამუშევარ ან სტაჟირება გავლილ პირს).
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
  • დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (წერილები, სამართლებრივი დასკვნები, ნორმატიული აქტების პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის დოკუმენტაცია).
  • უპირატესობა მიენიჭება ენერგეტიკული კანონმდებლობის მცოდნე პირს.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, Excel და PowerPoint) კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • კრიტიკული აზროვნების უნარი.
  • დროის მართვა და ორგანიზებულობა.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • კომუნიკაბელურობა.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2026 წლის 22 ივლისის ჩათვლით.

შერჩევის ფინალურ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს მოეთხოვებათ წინა უშუალო ხელმძღვანელების რეკომენდაციები. რეკომენდატორებთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ კანდიდატთან წინასწარი შეთანხმებით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.