სემეკთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი/იურისტი
სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს სემეკთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის/იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
მოვალეობები და ვალდებულებები:
- კომპანიის ინტერესების წარდგენა და დაცვა სემეკში.
- რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის და მისი კლიენტებისთვის შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება.
- სემეკის წერილობითი პრეტენზიების/საჩივრების/განცხადებების პასუხად კომპანიის წერილობითი კორესპონდენციის მომზადება და დადგენილ ვადაში გაგზავნა.
- კომპანიის კლიენტებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული და სემეკის მიერ მოთხოვნილი ანგარიშების მომზადება და დადგენილ ვადებში სემეკში გაგზავნა.
- განყოფილების საკანცელარიო საქმიანობის განხორციელება.
- ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზი და პროექტების რევიზია.
- კომპანიის წესდებით, დებულებით, სხვადასხვა სახის მმართველობითი დოკუმენტებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
- სემეკის მიერ დაკისრებული ვალდებულებების მონიტორინგი და მათ პროგრამებში მუშაობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხის მქონე პირს).
- ადმინისტრაციული სამართლის კარგად ცოდნა.
- არანაკლებ 6-თვიანი (სტაჟირების ჩათვლით) პრაქტიკული გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება პროფესიის შესაბამისად ენერგეტიკულ კომპანიაში ნამუშევარ ან სტაჟირება გავლილ პირს).
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
- დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (წერილები, სამართლებრივი დასკვნები, ნორმატიული აქტების პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის დოკუმენტაცია).
- უპირატესობა მიენიჭება ენერგეტიკული კანონმდებლობის მცოდნე პირს.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, Excel და PowerPoint) კარგად ცოდნა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- კრიტიკული აზროვნების უნარი.
- დროის მართვა და ორგანიზებულობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- კომუნიკაბელურობა.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ CV 2026 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებს.