სექციის სუპერვაიზორი — Carrefour Georgia

Carrefour Georgia — ლოგო
Carrefour Georgia

სექციის სუპერვაიზორი

₾1700 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კარფური არის ფრანგული ბრენდი, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. "კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში, სექციის სუპერვაიზორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1500-1700 ლარი
  • კვარტალური ბონუსი
  • 10% ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე კარფურში
  • 20% ფასდაკლება კვებაზე
  • ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა
  • სწრაფი განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა

ძირითადი მოვალეობები:

  • თაროების მოწესრიგება და მომხმარებლისთვის პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • შეკვეთების კონტროლი და მოწოდების პროცესის მონიტორინგი
  • პროდუქციის ფასის, ხარისხის, ჰიგიენისა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა
  • სარეკლამო და პრომო კამპანიების სრულყოფილი შესრულება
  • გუნდის დასწრებისა და საქმიანობის შესრულების კონტროლი, ასევე ახალი თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა
  • საწყობის სისუფთავის, მოწესრიგებულობის, ასევე სასაწყობე პროდუქციის ხარისხის, უსაფრთხოების, ჰიგიენური ნორმებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი
  • დეპარტამენტის მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის შესრულებაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა

შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!