საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი — Vestel

Vestel

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მატექს ჯორჯია", საერთაშორისო ბრენდების Vestel, Fakir, Kiwi და Manamo ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციაზე: საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი (PR Specialist).

ლოკაცია: თბილისი

განაკვეთი: სრული განაკვეთი (09:30-18:30)

სხვა: პერიოდულად მივლინებები

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 2000 ლარი საპენსიო გადასახადის ჩათვლით

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედიის მართვა, კონტენტის დაგეგმვა და შექმნა
  • გრაფიკული და სარეკლამო მასალების (ბანერები, პრეზენტაციები, კატალოგები, ვობლერების) მომზადება და დიზაინის შექმნა
  • პრესრელიზებისა და საინფორმაციო ტექსტების შემუშავება
  • მედიასთან, პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის კოორდინაცია
  • ღონისძიებების, გამოფენებისა და კორპორაციული აქტივობების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, PR-ის, ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე მიმართულებით
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება PR/მარკეტინგის სფეროში
  • Canva, Adobe Photoshop, Illustrator ან მსგავსი პროგრამების ცოდნა
  • ქართული — სრულყოფილად; ინგლისური — სავალდებულო; თურქული/რუსული — უპირატესობა
  • MS Office-ის ცოდნა